GD Banner
პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი-რეზოლუციით ფაქტობრივად ითხოვენ ლგბტ პროპაგანდის დაკანონებას და გამჭვირვალობის კანონის არ მიღებას, რათა საქართველოში კვლავ შავი ფული შემოვიდეს და ამით შეძლონ დესტრუქციული ძალების დაფინანსება

“მთავარი ტყუილის შესახებ, თითქოს რაიმე საფრთხე ემუქრება ვიზალიბერალიზაციას და საქართველოს მოქალაქეების ევროპაში უვიზოდ მიმოსვლას-ესაა, ნაციონალური მოძრაობის და მათი სატელიტი პარტიების, არასამთავროების და დეზინფორმატორი ტელევიზიების მიერ, ჩვენი მოსახლეობის გამწარების აუხდენელი სურვილი, რომელსაც აღსრულება ამჯერადაც არ უწერია”- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე.

“საქართველოში ნაძარცვი ფულით დაფინანსებულმა ევროპარლამენტარებმა, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია საქართველოში არეულობას, დესტაბილიზაციას და ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლას ლობირებენ დღეს, რეზოლუციის მიღებით კიდევ ერთხელ შეირცხვინეს თავი.

ამ ევროპარლამენტარებს ვადა ეწურებათ, წასვლის წინ კიდევ ერთხელ მაოხრებელ გზირად წარმოგვიდგნენ. სამარცხვინოა, როცა საქართველოში არეულობის მიზნით არაჟნის კონტეინერით შემოპარულ, თავის ქვეყნის მოქალაქეობის უარმყოფელსა და უკრაინის მოქალაქის სააკაშვილის განთავისუფლებას ითხოვენ. კარგად გვახსოვს, მათივე რეზოლუცია, სადაც რუსეთისთვის საქართველოს ტერიტორიების 20% ხონჩით მიმრთმევისა და რუსეთისათვის სტრატეგიული ობიექტების გადამცემის იგივე სააკაშვილის, როგორც სასიკვდილოდ განწირულისა და ნაწამების განთავისუფლებას ითხოვდნენ. ერთი წამით არ გასჩენიათ ერთი კითხვაც კი მის წარსულ საქმიანობასთან დაკავშირებით.

რეზოლუციით ფაქტობრივად ითხოვენ ერთმხრივ ლგბტ-ს პროპაგანდას დაკანონებას და მეორე მხრივ გამჭვირვალობის კანონის არ მიღებას, რათა საქართველოში კვლავ შავი ფული შემოვიდეს და ამით შეძლონ დესტრუქციული ძალების დაფინანსება, შესაბამისად კი ეროვნული ინტერესებზე ორიენტირებული ხელისუფლების ნაცვლად, მათი ყურმოჭრილი მთავრობის ჩამოყალიბება. რეზოლუციით ითხოვენ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას, ადამიანისთვის რომელმაც კრიმინალ მმართველებს დემოკრატიული არჩევნების გზით გამოსტაცა ხელისუფლება, რომ აღარაფერი ვთქვათ მის უამრავ ქველმოქმედებაზე და მამულიშვილურ პროექტებზე. და ბოლოს მთავარი რეზოლუცია მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტი გახლავთ. მისი გათვალისწინება,მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება თუ კი ევროკომისია და ევროსაბჭო გადაწყვეტს, რასაც შესაბამისად 27 ქვეყნის თანხმობა ანუ კონსენსუსი სჭირდება. ახლა კი მთავარი ტყუილის შესახებ თითქოს რაიმე საფრთხე ემუქრება ვიზალიბერალიზაციას და საქართველოს მოქალაქეების ევროპაში უვიზოდ მიმოსვლას-ესაა, ნაციონალური მოძრაობის და მათი სატელიტი პარტიების, არასამთავროების და დეზინფორმატორი ტელევიზიების მიერ, ჩვენი მოსახლეობის გამწარების აუხდენელი სურვილი, რომელსაც აღსრულება ამჯერადაც არ უწერია!”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,231 ნახვა