ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია არის ქართველ ხალხზე თავდასხმა და ქართველი ხალხის დაშინების მცდელობა. 29 აპრილს ქართველი ხალხი უნდა გამოვიდეს და ამ ევროპარლამენტარებს უნდა აჩვენოს, რომ საქართველო და ქართველი ხალხი ჯერ არავის დაუშინებია და მით უმეტეს ევროპარლამენტში რამდენიმე დეპუტატი ვერ დააშინებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა.
„როგორ უნდა რუსის ძახილი ქართველი ხალხის მიმართ, 29-ში ამ ხმას გაიგებს ქართული ოპოზიცია, „ენჯეოები“ და დავინახავთ რა ხასიათზე დადგებიან, როდესაც ნახავენ რომ სამარცხვინო საქციელია, რომ ქართველ ხალხს რუსებს ეძახიან. ერთი მუჭა „ენჯეო“ და ერთი მუჭა ოპოზიციონერი რუსებს რომ ეძახის ქართველ ხალხს, ეს ქართველი ხალხი გამოვა – მთელი საქართველო იქ იქნება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.