GD Banner
პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე-ევროპარლამენტის რეზოლუცია არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ევროპა გვიკეთებს ისეთ შეთავაზებებს, რომელზედაც ჰგონია, რომ საქართველო უარს ვერ იტყვის- თითქმის არ მეპარება ეჭვი, ამ რეზოლუციაშიც დიდი ფულია გადახდილი

„ეს რეზოლუცია არის სტიმული მინავლებისკენ წასული საპროტესტო აქციების ხელახლა გამწვავებისთვის“- ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციას. ანჯაფარიძის თქმით, ევროპარლამენტი გვიკეთებს ისეთ შეთავაზებებს, რომელზედაც ჰგონია რომ საქართველო უარს ვერანაირად ვერ იტყვის. ანალიტიკოსის აზრით, ამ რეზოლუციაშიც დიდი ფულია გადახდილი.

„ევროპარლამენტის მორიგი ყბადაღებული რეზოლუცია არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ევროპა საქართველოს ეპყრობა როგორც მაფიის ნათლიმამა დონ ვიტო კორლეონე. ანუ გვიკეთებს ისეთ შეთავაზებებს, რომელზედაც ჰგონია რომ საქართველო უარს ვერანაირად ვერ იტყვის. თითქმის არ მეპარება ეჭვი, რომ ამ რეზოლუციაშიც, ისევე როგორ წინა რეზოლუციებში, დიდი ფულია გადახდილი და ამასაც მალე გავიგებთ რა უნდა იფიქროს და იგრძნოს საქართველოს რიგითმა მოქალაქემ, როდესაც ამერიკელი და ევროპელი კონგრესმენები, პარლამენტარები, პოლიტიკოსები, დიპლომატები და ექსპერტები მას ეუბნებიან, რომ სააკაშვილის და ნაცმოძრაობის მმართველობის დროს საქართველო ევროპულ რეფორმებს ატარებდა და ეხლა თურმე ევროპული გზიდან გადაუხვია. ანუ, მათი ლოგიკით საქართველოს მოსახლეობამ თურმე შეცდომა დაუშვა, რომ 2012 წელს ნაცმოძრაობა ხელისუფლებას ჩამოაშორა. ეს რეზოლუცია არის სტიმული მინავლებისკენ წასული საპროტესტო აქციების ხელახლა გამწვავებისთვის“-წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,231 ნახვა