GD Banner
პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი – ყველანი ვემზადოთ ხელისუფლების ცვლილებისთვის, მონათა აღლუმში ჩართვით და ძალით ჩამოყვანით ისინი გამცირებენ თქვენ, დღეს ჩვენი ამოცანა არის ერთიანობა და შეტევა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ერთობა, რომელიც ნებისმიერ პოლიტიკოსზე მაღლა დგას.

სააკაშვილის თქმით, საარჩევნოდ საჭიროა ერთიანი სია, რომელიც პროფესიონალებს მოიყვანს მთავრობაში.

„პოლიტიკურმა პარტიებმა აუცილებლად უნდა იფიქრონ, რომ ყველა წყენა, წვრილმანი კინკლაობა, მითუმეტეს პირადი ამბიცია, ყველაფერი გვერდზე უნდა გადაიდოს. რა თქმა უნდა, არც არჩევნები იქნება ჩვეულებრივი, ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები და ჩვენ არ შეიძლება, მოვიქცეთ ჩვეულებრივად, ჩვენ გვჭირდება ერთიანი სია, რომელიც მოიყვანს პროფესიონალებს მთავრობაში.

ამ წუთებში მიმდინარეობს პრესკონფერენცია ევროპარლამენტში, სადაც არის ზურაბ ჭიაბერაშვილი, დედაჩემი გიული და ასევე მას გვერდზე უდგანან ევროპარლამენტარები, მათ შორის ჩემი ძველი მეგობარი, რუმინეთის ყოფილი, ძალიან მაგარი პრეზიდენტი და ევროპარლამენტიც ითხოვს ჩემს გათავისუფლებას. არა იმტიომ, რომ საქმე ჩემშია, საქმე არის პრინციპში, რომ პუტინს არ უნდა გაუვიდეს, აქ არ უნდა არსებობდნენ სინდისის პატიმრები. ყველანაირი პირადი ამბიცია გადავდე გვერდზე, როცა ჩამოვედი საქართველოში. ვიცოდი, რაზე მივდიოდი. როგორც შემიძლია, ვიღებ მონაწილეობას თქვენთან ერთად გულით, სულით, ჩემი მომხრეების მობილიზაციით იმაში, რომ ყველამ ერთად გავიმარჯვოთ. ახლა ამბობენ და მე არ მივიღებ ამას, რომ ყველა მთავრობა ასე იქცევა, სააკაშვილის მთავრობაც ბოლოს უკვე აქციებს აწყობდა, არასდროს ჩვენ არ მოგვიწყვია კონტრაქცია ოპოზიციისთვის. დიახ, ვაწყობდით საარჩევნო მიტინგებს, მათ შორის იყო წარმატებული და არც თუ ისე წარმატებული მიტინგებიც, მაგრამ ეს იყო საარჩევნო შეხვედრები. 2009 წელს, გაიხსენეთ, მრავალი თვე თბილისის ცენტრი გადაკეტილი ჰქონდათ კარვებს, არა მხოლოდ ძალა არ გამოგვიყენებია, არამედ მე თვითონ გავედი პრეზიდენტის სასახლიდან, გადავედი სულ სხვა შენობაში, ქალაქის შესასვლელში და დავუთმე მთლიანად ცენტრი მომიტინგეებს და მანიფესტანტებს. ჩვენ მაშინ დავუთმეთ მათ ყველაფერი“, – განაცხადა სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ყველანაირი მცდელობა მონათა აღლუმის ჩატარების, არის დამამცირებელი სახელმწიფო მოხელეებისთვის“.

„მაქსიმალურად ყველანი ვემზადოთ ხელისუფლების ცვლილებისთვის, ის არის ერთი ხელის გაწვდენაზე. მონათა აღლუმში თქვენი ჩართვით და ძალით ჩამოყვანით, ისინი გამცირებენ თქვენ. მომავალში ეს იქნება ძალიან დიდი სამარცხვინო აქტი. ერთი მხრივ, არის გულანთებული ახალგაზრდობა, მეორე მხრივ, ხელისუფლების მიერ მოწყობილი დემონსტრაცია, უსიტყვო მორჩილების და მონობის, ამას აკეთებდა ხოლმე ასლან აბაშიძე, მე არასდროს ვაკეთებდი. ჩვენი ამოცანა დღეს არის ერთიანობა და შეტევა. გამოწვევა ძალიან დიდია და მას უნდა დავახვედროთ როგორც არასდროს დიდი ტალღა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა ახალგაზრდებს მიმართა: „ბოდიში, თუ კიდევ რაღაც დაგაკელით, ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ გამომეყვანეთ რუსული გავლენის სფეროდან, ყველაფერი გავაკეთე, რომ თქვენ გაზრდილიყავით არაკორუმპირებულ გარემოში და არ გქონოდათ ელემენტარული რაღაცების ნაკლებობა, რამაც 90-იან წლებში ბოლო მოუღო საქართველოს. ჩვენ რაც მოვასწარით, ის მოვასწარით, განათლების კუთხით, რომ თქვენ არ შეგხვდათ კორუფცია განათლების სისტემაში და ძალიან ბევრი რაღაც. პირველად მე ავწიე ევროპის დროშა და მაშინ ბევრი დამცინოდა, რა შუაშია ევროპა და საქართველოო“.

ამავდროულად, მიხეილ სააკაშვილმა ფეხბურთელებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი გაიზარდნენ არაკორუმპირებულ, თავისუფალ გარემოში.

„ფეხბურთელები ახლა წარმატებული რომ არიან, ეს ჩვენი დამსახურებაა, წინა მთავრობის დროს უფრო ნაკლებად წარმატებული იყვნენო, ბოდიში, წინა მთავრობის დროს ეს ფეხბურთელები იყვნენ ახალგაზრდები, ბავშვები, ბავშვები, რომლებიც გაიზარდნენ არაკორუმპირებულ, თავისუფლების გარემოში, იმ ბავშვებისგან დადგნენ ეს ფეხბურთელები. ასე გაგრძელდება უწყვეტადად, როგორც კი ესენი მოშორდებიან და აუცილებლად ჩამოშორდებიან ხელისუფლებას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,229 ნახვა