GD Banner
პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე: ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) წარმოუდგენელი რამ ჩაწერა თავის რეზოლუციაში, ,,აფხაზეთი” ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენია ყირგიზეთთან ერთად – ამ ფაქტზე ვითხოვთ მკაცრ და დროულ რეაგირებას!

ველოდებით განმარტებებს! საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე, სოციალურ ქსელში ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციიდან ამონარიდს აქვეყნებს, სადაც აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ არის მოხსენიებული.

ჩაკვეტაძის განცხადებით, ამ ჩანაწერით, ევროპის სახალხო პარტიამ რუსეთის ათწლეულების სურვილი გაიმეორა. მისივე თქმით, აღნიშნულ ფაქტზე საქართველო მკაცრ და დროულ რეაგირებას ითხოვს.

“ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) წარმოუდგენელი რამ ჩაწერა თავის რეზოლუციაში. ,,აფხაზეთი” ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენია ყირგიზეთთან ერთად. ჯერ რუსული დაუძახეს, რის მიღებასაც თავად აპირებენ. შემდეგ, სანქციებით დაიმუქრნენ პარლამენტარებმა კანონებზე არ იმსჯელოთო. ახლა კი, საერთოდ რუსეთის ათწლეულების სურვილს თვითონ იმეორებენ. ამ ფაქტზე ვითხოვთ მკაცრ და დროულ რეაგირებას! ველოდებით განმარტებებს!” – წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,229 ნახვა