GD Banner
პოლიტიკა

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ სანქციების დაწესება მოითხოვა. მათ საქართველოს დემოკრატია კი არა, ფული ადარდებთ, რომელსაც უხდიან ამ ჩარევაში

არასამთავრობო ორგანიზაციებით ევროკავშირი და ამერიკა იყენებენ ჩვენს სიმდიდრეს, რათა ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, პარალელური საზოგადოებები შექმნან, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მიკ ვოლასმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატებისას განაცხადა.

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აქვთ წვდომა ბრიუსელსა და ვაშინგტონში არსებულ რესურსებზე, პოლიტიკოსებზე, რათა გავლენა მოახდინონ ინსტიტუტებზე, გაავრცელონ პროპაგანდა და გააღვივონ პროტესტი.

„უნდა ითქვას, რომ ევროკავშირს ჰყავს საქართველოში კანონის უზენაესობის ლექტორები. ჩვენ როცა იარაღს ვაგზავნით, გერმანიის პოლიცია ისე ანადგურებს სამოქალაქო საზოგადოებას, როგორც ნაცისტურ გერმანიაში 1930 წლებში ხდებოდა.

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ დემოკრატიის დასაცავად სანქციების დაწესება მოითხოვა. მათ საქართველოს დემოკრატია კი არა, ფული ადარდებთ, რომელსაც უხდიან ამ ჩარევაში. არასამთავრობო ორგანიზაციებით ევროკავშირი და ამერიკა იყენებენ ჩვენს სიმდიდრეს, რათა ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, პარალელური საზოგადოებები შექმნან. ამ გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აქვთ წვდომა ბრიუსელსა და ვაშინგტონში არსებულ რესურსებსა და პოლიტიკოსებზე, რათა გავლენა მოახდინონ ინსტიტუტებზე, ეფექტურად გაავრცელონ პროპაგანდა და გააღვივონ პროტესტი, გამოიწვიონ დესტაბილიზაცია, რათა  უცხოელი დამფინანსებლების სტრატეგიული მიზნები წინ წაწიონ. უცხოური აგენტების შესახებ კანონს აქვს ხარვეზები, მაგრამ ის თუ ამოქმედდება, ეს იქნება ევროკავშირისა და აშშ-ის საქართველოში ანტიდემოკრატიული ჩარევის შედეგი. თქვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უბიძგებდით მათ ამისკენ“, – განაცხადა მიკ ვოლასმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,247 ნახვა