GD Banner
პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა ნაირა გელაშვილს: უცხო ქვეყნის გავლენა შეიძლება იყოს კეთილშობილური, ამიტომ, ეს შემოგდებული თემაა, რომ გიგაურებმა და ლომჯარიებმა თავისი ფულის გამჭვირვალობას თავი აარიდონ

x

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ მწერალ ნაირა გელაშვილის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წერილს უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს არის მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციების მცდელობა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ.

ირაკლი ზარქუას თქმით, უცხო ქვეყნის გავლენა შეიძლება იყოს კეთილშობილური და მაგალითისთვის მოჰყავს თურქეთის მიწისძვრა, სადაც საქართველომ მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია თურქეთის მოსახლეობას. მისივე თქმით, ეს იყო საქართველოს ძალა თურქეთში.

„გავეცანი ქალბატონი ნაირა გელაშვილის ამ განცხადებას. უპირველეს ყოვლისა მინდა მადლობა ვუთხრა იმიტომ, რომ ის შემოვიდა დისკუსიაში, სხვები არც შემოდიან. ერთი იარლიყი აქვთ დაზეპირებული და ამას ამბობენ. ქალბატონმა კონკრეტული კითხვა დასვა. არ არის ასე ქალბატონო ნაირა იმიტომ, რომ უცხო ქვეყნის გავლენა შეიძლება იყოს კეთილშობილური. მაგალითად, როცა თურქეთში მიწისძვრა იყო და ათასობით ადამიანი დაიღუპა, დიახ, ჩვენი ქვეყნიდან იყო სპეციალური დელეგაცია, მათ შორის, ფინანსები გადაგზავნილი. ეგ იყო უცხო ქვეყნის ძალა, საქართველოს ძალა თურქეთში, სადაც სიცოცხლეები გადავარჩინეთ, გვერდში დავუდექით, კეთილ საქმეს მოვახმარეთ და ამისთვის მადლობა გადაგვიხადეს. ასევე, უამრავი თემაა, სადაც მათ შორის, ევროპიდან, ამერიკიდან, სხვა ქვეყნებიდან გვეხმარებიან. ისინი არ არიან საქართველოს მოქალაქეები, ანუ, უცხო ქვეყნის ძალას წარმოადგენენ, რომლებიც კარგ საქმეს აკეთებენ და მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.

ასე რომ, ეს ტყუილია, შემოგდებული თემაა, რომ ამ გიგაურებმა და ლომჯარიებმა თავისი ფულის გამჭვირვალობას თავი აარიდონ, რასაც მილიონობით იხარჯება და როგორც აღმოჩნდა, ძირითადად ცუდ საქმეში. თორემ იმას, ვისაც დასამალი არ აქვს ჩვენ არაერთი განცხადება ვნახეთ დონორი ორგანიზაციების, რომ ისინი მზად არიან და პრეტენზია არ აქვთ. უფრო მეტსაც გეტყვით, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ადამიანის უფლებების ორგანიზაციები გატარებულია როგორც უცხო ქვეყნის აგენტები, მაგრამ ეს არავის შეურაცხყოფს. ასე რომ, ეს არის მდიდარი ენჯეოშნიკების მცდელობა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და ალბათ თქვენც შეგიყვანეს შეცდომაში“.-განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,231 ნახვა