GD Banner
უცხოური მედია

ბელგიაში გაამართლეს მძღოლი, რომელიც ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა

ბელგიაში გაამართლეს მთვრალი მძღოლი, რადგან დადგინდა, რომ მისი ორგანიზმი ალკოჰოლს თავად გამოიმუშავებს.

მამაკაცს „ავტოლუდსახარშის სინდრომის“ დიაგნოზი დაუდგინეს. ინფორმაციას ადვოკატზე დაყრდნობით, „გარდიანი“ ავრცელებს. ეს არის უიშვიათესი დაავადება, რა დროსაც ორგანიზმი თავად გამოიმუშავებს ალკოჰოლს.

ბელგიელ მძღოლს, რომელიც ეჭვმიტანილი იყო ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვაში, დიაგნოზი ერთდროულად 3-მა ექიმმა დაუსვა.

მედიკოსების თქმით, ადამიანები არ იბადებიან „ლუდსახარშის“ სინდრომით. ის შეიძლება განვითარდეს კუჭნაწლავთან დაკავშირებული პრობლემების გამო. ასეთი დაავადების მქონე ადამიანებს ახასიათებთ არასწორი სიარული, თავბრუსხვევა და არეული საუბარი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,341 ნახვა