„მთავარი არხის“ ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ მიტინგზე წამსვლელებს მიმართავს.
„მეგობრებო, ვინც აპირებთ 29-ში ხელისუფლების მოწყობილ “რუსულ მარშში” მიიღოთ მონაწილეობა, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს 100 ლარი მოთხოვეთ ერთ კაცზე – უთხარით რომ ერთი სენდვიჩი და ერთი ბოთლი წყალი თავისთვის დაიტოვონ. თბილისში რომ ჩამოხვალთ, პირადად მე დამიკავშირდით და კარგ და იაფ საშოპინგო ადგილებს მიგასწავლით“,-წერს ეკა კვესიტაძე.
Facebook Comments Box