ანალიტიკოსი გია აბაშიძე ბიძინა ივანიშვილის და ფონდ „ქართუს“ მიერ განხორციელებულ საქველმოქმედო პროექტებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს სხვა ბევრი რამ აქვთ გაკეთებული საქართველოსთვის, რაც ფართო საზოგადოებამ არ იცის.
როგორც გია აბაშიძე წერს, უმადურები არიან ის ცალკეული პირები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილმა სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეუნარჩუნა და მაინც უკმაყოფილონი არიან რადიკალთა სექტაში.
„ეს გახლავთ მეცენატ ბიძინა ივანიშვილის კეთილ საქმეთა არასრული ჩამონათვალი. ივანიშვილებს სხვა ბევრი რამ აქვთ გაკეთებული საქართველოსთვის, რაც ფართო საზოგადოებამ არ იცის.
უმადურნი არიან ის ცალკეული პირები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილმა სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეუნარჩუნა და მაინც უკმაყოფილონი არიან რადიკალთა სექტაში“, – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.