GD Banner
საზოგადოება

პრემიერ-მინისტრმა უხუცეს საჯარო მოხელეს 100 წლის იუბილე მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უხუცეს საჯარო მოხელეს, რევაზ კაპანაძეს, რომელიც 76 წელია, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მუშაობს, 100 წლის იუბილე მიულოცა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მთავრობის მეთაური რევაზ კაპანაძეს სამსახურში ესტუმრა, მას ჯანმრთელობა უსურვა და საჯარო სამსახურში მრავალწლიანი მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რევაზ კაპანაძე, შვიდ ათეულ წელზე მეტია, პროფესიას სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ჰისტოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტის პოზიციიდან ემსახურება.

ათწლეულების განმავლობაში მოღვაწეობდა პედაგოგიურ და სამეცნიერო კვლევით სფეროში. აღზრდილი ჰყავს პროფესიონალთა მრავალი თაობა. მის სახელს უკავშირდება 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, სახელმძღვანელოები. იყო 15-ზე მეტი საკანდიდატო დისერტაციისა და 10-ზე მეტი სადოქტორო დისერტაციის მეცნიერული ხელმძღვანელი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,298 ნახვა