GD Banner
პოლიტიკა

ირაკლი ლატარია “ქართუს” მიერ საფეხბურთო ნაკრებისთვის ჯილდოს დაწესებაზე: ეს ის ივანიშვილია, რომელიც ქართული ფეხბურთის აღორძინებაში უდიდესი თანხების ჩადებას გეგმავდა, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლებამ უარი განუცხადა იმიტომ, რომ ივანიშვილმა მოითხოვა თავისივე თანხების სწორი მიმართულებით ხარჯვის კონტროლი

ექსპერტი ირაკლი ლატარია ფონდი “ქართუს” მიერ საფეხბურთო ნაკრებისთვის ჯილდოს დაწესებას სოციალურ ქსელში აფასებს და აღნიშნავს, რომ ფეხბურთის აღორძინებაში მას სააკაშვილის ხელისუფლებამ შეუშალა ხელი. ლატარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება რაგბის აღორძინება და არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ამდენი აქვს გაკეთებული თავისი ქვეყნის სარაგბო სფეროს განვითარებისთვის.

“ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის კი დამატებით 30 მილიონით დააჯილდოებს. ეს ის ივანიშვილია, რომელმაც ააღორძინა ქართული რაგბი და მსოფლიოში – ვიმეორებ, მთელს დედამიწაზე, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ამდენი ჰქონდეს გაკეთებული თავისი ქვეყნის რაგბისთვის… მგონი, საკმაოდ კარგად დაეტყო ჩვენს რაგბის მისი ხელი… ამავე დროს არ დავივიწყოთ, რომ ეს ის ივანიშვილია, რომელიც ქართული ფეხბურთის აღორძინებაში უდიდესი თანხების ჩადებას გეგმავდა, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლებამ უარი განუცხადა და იცით რატომ? იმიტომ რომ, ივანიშვილმა მოითხოვა თავისივე თანხების სწორი მიმართულებით ხარჯვის კონტროლი… ივანიშვილს ვცემ პატივს 2007 წლიდან ჩემი მეგობრის ოჯახს რომ წლობით სიცოცხლე აჩუქა იქიდან და რა თქმა უნდა – ასჯერ მეტ პატივს ვცემ ახლა და რატომ? იმიტომ რომ, საქართველოს არ ჰყოლია ადამიანი, ვისაც იმის ნახევარი მაინც გაეკეთებინოს საკუთარი ქვეყნისთვის. რამდენიც – ბიძინა ივანიშვილს….” – წერს ირაკლი ლატარია Facebook-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,231 ნახვა