GD Banner
პოლიტიკა

საზოგადოება ქართულის” საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი გაბუნია: გვაქვს უფლება, მოვუსმინოთ მეგობრებს, მაგრამ ასევე უფლება გვაქვს თავად განვსაჯოთ, რა გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, ჩვენს ინტერესებს არავინ დაიცავს ჩვენ გარდა

x

დღეს, თანამედროვე ცივილიზებულ მსოფლიოში, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები აგებულია თანასწორობის და ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც იმას ნიშნავს, რომ არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, ჩაერიოს შენს შიდა საქმეებში, – ამის შესახებ “საზოგადოება ქართულის“ საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ქვეყანამ პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენულ უფლებას, თავად მიიღოს გადაწყვეტილება და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით დასახოს საკუთარი პრიორიტეტები. “

მოგეხსენებათ, დღეს თანამედროვე ცივილიზებულ მსოფლიოში, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები აგებულია თანასწორობის და ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც იმას ნიშნავს, რომ არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, ჩაერიოს შენს შიდა საქმეებში, პატივი უნდა სცეს შენს გადაწყვეტილებებს, შენს სუვერენულ უფლებას, თავად მიიღო გადაწყვეტილება, რა არის შენთვის კარგი ან უკეთესი. ჩვენ უფლება გვაქვს, მოვუსმინოთ ჩვენს მეგობრებს, მაგრამ ასევე უფლება გვაქვს თავად განვსაჯოთ, რა არის ჩვენთვის პრიორიტეტი და რა გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ ჩვენი ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით. ჩვენ კარგად უნდა გავიგოთ ის, რომ ჩვენს ინტერესებს არავინ არ დაიცავს ჩვენ გარდა.” – განაცხადა გიორგი გაბუნიამ ტელეკომპანია POSTV-სთან საუბრისას.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,243 ნახვა