საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ირინა ბათიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმიანება.
„რა საშინელებაა გაუნათლებლობა და რწმენის სიძულვილი. ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი გამოხატულების ტრიადის – “მამული, ენა, სარწმუნოება” – დამახინჯების არგუმენტად მოყავთ, რომ თბილისში უამრავი კონფესიის ადამიანიაო და “ერთობით” ამიტომ ჩავანაცვლეთო.
სარწმუნოება ზუსტად რომ მოიცავს ყველა კონფესიას.
ვამბობ: ფაშისტური პოლიტიკური უმცირესობა ცდილობს ძალადობით და აგრესიით საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის დევნას.
არ გამოვა, ჩვენ ბევრად და ბევრად მეტნი ვართ.,-წერს ირინა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში.
Facebook Comments Box