GD Banner
პოლიტიკა

რას ჭორაობს ეს ბიჭი ჩემზე, საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მეტის ღირსი ვარ …” – გიორგი გახარია

ოცნებას” ვურჩევ, ცოტა ენას კბილი დააჭირონ, რადგან შემიძლია დავაბულინგო უბრალოდ, მაგრამ ჯერ თავს ვიკავებ, აბსოლუტურად ზომიერი ადამიანი ვარ და ვიცი, რომ დღეს ქართული პოლიტიკისთვის ზომიერება და სიმშვიდე კრიტიკულად მნიშვნელოვანია,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ჟურნალისტი: გავრცელდა კადრები, სადაც ალეკო ელისაშვილს პოლიციელები სცემენ, აქციებთან დაკავშირებით პრემიერთან იყო კითხვა დასმული, რაზეც მან უპასუხა, რომ ვანო მერაბიშვილი და გიორგი გახარია რომ ყოფილიყვნენ ახლა შს-ს მინისტრები, იქნებოდა ორი გვამი სახურავზე, ან თვალდათხრილი ახალგაზრდები და ჩვენ ევროპულად, მაღალი სტანდარტებით…

გ. გახარია: ისე, მეტის ღირსი ვარ მე, მეტის ღირსი ვარ, რომ ჩემი პოლიციის, შსს-ოს ბიჭები, რომლებიც სამი საათი ითმენდნენ თავდასხმებს იმისთვის, რომ ეს ,,ოცნება” გადაგვერჩინა, მაგრამ ჩვენ მაშინ ხელისუფლების და სახელმწიფო ინსტიტუტების დასაცავად გავაკეთეთ ეს. რას ჭორაობს ახლა ეს ბიჭი ჩემზე, ჩემთვის საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მინდა გითხრათ ერთი რამ, სხვათა შორის, მთავარი მიზეზი 20 ივნისის ტრაგიკული საათების, ეს ვაჟბატონი იყო და საერთოდ, ვურჩევ „ოცნებას” ცოტა ენას კბილი დააჭირონ. მესმის, ვიღაც რომ დაგავალებს, ბელადი რომ დაგავალებს, რას იზამ, ყველაფერი უნდა გაიმეორო და ამ სისულელეებს ტლიკინებენ, მაგრამ არაუშავს, მოვა მაგის დროც… ენას კბილი იმიტომ უნდა დააჭირონ, რომ შემიძლია დავაბულინგო უბრალოდ. მაგრამ ჯერ თავს ვიკავებ, აბსოლუტურად ზომიერი ადამიანი ვარ და ვიცი, რომ დღეს ქართული პოლიტიკისთვის ზომიერება და სიმშვიდე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ამიტომ ვიკავებ თავს”,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,231 ნახვა