GD Banner
პოლიტიკა

გია აბაშიძე-აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მართებულად აკრიტიკებენ ამერიკის გადასახადის გადამხდელები საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის გამო- თვალთმაქცობა ადვილად შესამჩნევია, უწინარესად, იმ ხალხისთვის, რომელთა ისტებლიშმენტიდანაც ვისმენთ “დარიგებას”

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს, მეთიუ მილერს საქართველოს მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო მწვავედ აკრიტიკებენ. როგორც ანალიტიკოსი წერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მართებულად აკრიტიკებენ ამერიკის გადასახადის გადამხდელები საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის გამო.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მართებულად აკრიტიკებენ ამერიკის გადასახადის გადამხდელები საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის გამო – თვალთმაქცობა ადვილად შესამჩნევია, უწინარესად, იმ ხალხისთვის, რომელთა ისტებლიშმენტიდანაც ვისმენთ “დარიგებას”. არცთუ ისე დიდი ხნის წინ, აწ უკვე ყოფილ კონგრესმენს ადამ კინზინგერს სასტიკად უპირისპირდებოდა მისი ოლქის ელექტორატი ილინოისიდან – შტატის საქმეებს მიხედე და შენი განსახილველი არაა საქართველოს საარჩევნო სისტემა! იყო ამგვარი მწვავე განცხადებებიც სოცქსელში. იმის გარდა, რომ აშშ-ის ხელისუფლებას ამერიკის განვითარების ხარჯზე უკრაინის დახმარებაზე აკრიტიკებენ ამერიკელები, ამას ემატება ცეცხლმოკიდებული ახლო აღმოსავლეთის გამო აღშფოთება, ახლა უკვე საქართველოს გამოც მართებულად შეწუხდნენ აშშ-ის მოქალაქეები. 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები კი არაა შორს.“-წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,231 ნახვა