GD Banner
საგარეო პოლიტიკა

დონალდ ტუსკმა მოუწოდა პოლონელ ფერმერებს, უკრაინული საზღვრის ბლოკირება შეწყვიტონ

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა მოუწოდა პოლონელ ფერმერებს, უკრაინული საზღვრის ბლოკირება შეწყვიტონ. ამის შესახებ მან ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ბოლო იერიშების შედეგად უკრაინა უკიდურესად მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა და ომის ბედი შესაძლოა უახლოეს დროში გადაწყდეს.

„მინდა მოვუწოდო აბსოლუტურად ყველას პოლონეთში, არ გააკეთოთ რაიმე, რაც უკრაინას დააზიანებს… ვალდებულები ვიქნებით, მივიღოთ გადაწყვეტილებები პოლონეთის საზღვრის დასაცავად“, – აღნიშნა ტუსკმა.

მისივე განცხადებით, სასაზღვრო პუნქტები კრიტიკული ინფრასტრუქტურის სტატუსს ატარებს.

„მთავრობა მზადაა, დაეხმაროს ფერმერებს, რომლებმაც შემოსავლის ნაწილი დაკარგეს. ასევე იმედი მაქვს, რომ პროტესტის ამ ფორმაზე უარი იქნება ნათქვამი“, – აღნიშნა ტუსკმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,232 ნახვა