GD Banner
პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე – აუტსაიდერი ელისაშვილი ცდილობს რაიმე თანამდებობა მიიღოს უკრაინაში

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან, ცოტნე ანანიძე, საქართველოს პარლამენტში და დედაქალაქში გამართულ აქციებზე განვითარებულ მოვლენებს, ასევე პარლამენტარ ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ აუტსაიდერი ელისაშვილი ნაცებთან ერთად უნისონში ცდილობს თანამდებობის მიღებას უკრაინაში, არახამიას გუნდში.

„ყველამ ვნახეთ ელისაშვილის მუხანათური საქციელი პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე, მომხსენებლის მიმართ. მოვისმინეთ მისი განცხადებები, რომ მიმდინარე აქციები არის მშვიდობიანი. ამ ფონზე კი, გუშინ, ხალხს მოუწოდებდა „მომაწექითო“ და ცდილობდა სამართალდამცველების კორდონის გარღვევას. აქციები ბევრი გვინახავს, მონაწილეებიც ვყოფილვართ, მათ შორის მეც, მაგრამ გუშინ რაც ვნახეთ, ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან არასახელმწიფოებრივი, დესტრუქციული ქმედებებისკენ მოწოდებები არ ემსახურებოდა მშვიდობას.

აუტსაიდერ ალექსანდრე ელისაშვილს პრაქტიკულად არანაირი შანსი არ აქვს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და ნაცებთან ერთად უნისონში, ნაცებივით ცდილობს არჩევნების შემდეგ რაიმე თანამდებობას გამოჰკრას ხელი უკრაინაში. იცით თქვენ, იგი არაერთხელ იმყოფებოდა უკრაინაში და სამხედრო მომზადებაც გაიარა შარშან წინ. თუ შევხედავთ ანალიტიკური თვალსზრისით, ელისაშვილის არაადეკვატური განცხადებები და ქმედებები არის ლუსტრაცია მისი მცდელობისა რაიმე თანამდებობა მიიღოს არახამიას გუნდში“-აცხადებს ცოტნე ანანიძე. უმაღლესი საბჭოს წევრის განცხადებით, საზოგადეობა ყველაფერს კარგად ხედავს და სჯერა, ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს, 2024 წლის არჩევნებზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,232 ნახვა