GD Banner
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: ესენი დარბიან დღემდე რუსეთში, ბოლო ვინც გავიდა და მოღალატეებიო იძახა, ბოლოს მახსოვს კრემლის კადრებიდან, პუტინთან შეხვედრიდან ეს ქალი და და რუსებოო აქეთ ჩვენ გვეძახის, პარადოქსი არ არის?!

ხალხო, რამე რომ მოხდეს, ესენი [ოპოზიციის წევრები] გავარდებიან წითელ ხიდზე ვერ გაასწრებ, როგორც ხდებოდა, ჩვენ უნდა შევაკვდეთ სათითაოდ მართლა, აქ რომ კაცობენ რაღაცებს. აღარ მინდა გავაგრძელო, შეიძლება ემოციებით ზედმეტი მომივიდეს. ესენი დარბიან დღემდე რუსეთში, ბოლო ვინც გავიდა და მოღალატეებიო იძახა, ბოლოს მახსოვს კრემლის კადრებიდან, პუტინთან შეხვედრიდან ეს ქალი და და მოღალატეებო, რუსებოო აქეთ ჩვენ გვეძახის, პარადოქსი არ არის?! – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ვნახულობთ კადრებს, რომლებიც სხვადასხვა რევოლუციურ სცენარებშიც გვინახავს. მდინარაძემ ასევე გაიხსენა, როგორ სრულდებოდა საპროტესტო აქციები “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს.

“ზოგიერთი ჩვენგანი შავ სიაში რომ ვყავართ რუსებს შეყვანილი, ახლა აღარ მინდა გავაგრძელო და დარტყმის ქვეშ დავაყენო ვიღაცები. მართლა ესენი ვინ არიან, რა ხალხია? როგორ ატყუებენ – დატრენინგებული ბავშვები ერთი და პომადას რომ ისვამს ადამიანი, უცებ ვნახულობთ სხვადასხვა რევოლუციურ სცენარებში იმავეს, იმიტომ რომ ასე დაატრენინგეს. ხალხო, რა გინდათ, დაანებეთ და ნუ აჰყვებით ამ მკვლელებს. რა სპეცრაზმის შეტევა? – სპეცრაზმის შეტევა მთავრდებოდა გვამებს ჯერ კლავდნენ და მერე მალავდნენ სახურავებზე და ეს ხალხი გველაპარაკება. რა რუსეთი და ღალატი, ხომ არ გადაირივნენ მართლა ესენი? რის რუსეთი და ღალატი.” – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,233 ნახვა