GD Banner
პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი რადიკალურ ოპოზიციას-მოსმენა არის ევროპული, მონობა არის რუსული, რასაც აკეთებთ- ჩვენ ვირჩევთ ღირსებით ევროპას, არა „ნაციონალურ მოძრაობას“ და არა რადიკალიზმს, ეს დაიმახსოვრეთ კარგად

„მოსმენა არის ევროპული, მონობა არის რუსული, რასაც აკეთებთ. ევროპულობა ნიშნავს მოსმენის კულტურას, აზრთა ჭიდილს და არა ყვირილს. ჩვენ ვირჩევთ ღირსებით ევროპას, არა „ნაციონალურ მოძრაობას“ და არა რადიკალიზმს, ეს დაიმახსოვრეთ ძალიან კარგად“-ასე მიმართა პარლამენტის ტრიბუნიდან იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს.

როგორც ოხანაშვილი აღნიშნავს, „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით ოპოზიციას არანაირი არგუმენტი არ წარმოუდგენია და ეს განხილვა მათი მხრიდან იყო ტყუილებით სავსე.

„რაც შეეხება კანონპროექტს- თუ ვინმეს რაიმე არგუმენტი ჰქონდა, უნდა წარმოედგინა, მაგრამ როდესაც ამ ხალხის მხარეს არ არის არგუმენტი, მაშინ აბრახუნებენ აქ. უშინაარსობა არის მათი მხარე. ჩვენი მხარეა არგუმენტირებულობა და შესაბამისად, ჩვენ ვართ მართლები ჩვენი ხალხის და საზოგადოების წინაშე. ამიტომ, ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ წარმოვადგინეთ კანონპროექტი, რომელიც ეფუძნება ევროპულ, ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილებას და აქედან გამომდინარე, ეს არის ქართული მოდელი, რომელიც ეფუძნება სწორედ დასავლურ გამოცდილებას. ჩვენი ამოცანაა, ჩვენს საზოგადოებას ჰქონდეს მაქსიმალური წვდომა გამჭვირვალობაზე დაფინანსებასთან დაკავშირებით. საიდან შემოდის ფინანსები, მიზნობრიობა, როგორ იხარჯება. ვერცერთი არგუმენტი ვერ წარმოადგინეს. მთელი ეს განხილვა მათი მხრიდან იყო ტყუილებით სავსე. ამბობდნენ, რომ ეხება ფიზიკურ პირებს, კანონპროექტის პირველივე მუხლში წერია, რომ ეს არ ეხება არცერთ ფიზიკურ პირს და ეს ეხება იურიდიულ პირებს, ამ შემთხვევაში NGO-ებს.“-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,232 ნახვა