GD Banner
პოლიტიკა

CIA-ს ყოფილი ჩინოსანი ლარი ჯონსონი: დასავლეთი მუშაობს საქართველოში ფერადი რევოლუციის მოსაწყობად – ეს არ არის ორგანული, თავისთავად შექმნილი პროტესტი, რასაც ეკრანებიდან თვალს ვადევნებთ

მარტივად რომ ვთქვათ, დასავლეთი მუშაობს საქართველოში ფერადი რევოლუციის მოსაწყობად. ეს არ არის ორგანული, საშინაო, თავისთავად შექმნილი პროტესტი, რასაც ტელევიზორის ეკრანებიდან თვალს ვადევნებთ, – ამის შესახებ CIA-ს ყოფილი ჩინოსანი, ლარი ჯონსონი, Youtube არხზე აცხადებს. მისი განცხადებით, იმ კანონპროექტის გაპროტესტება, რომლის მსგავსიც არსებობს აშშ-სა და სხვა ქვეყნებში, წარმოაჩენს დასავლეთის ორმაგ სტანდარტებს.

ჯონსონი ასევე აღნიშნავს, რომ სისულელეა, კანონი, რომელიც მოითხოვს უცხოური შემოსავლის მითითებას, წარმოჩენილი იყოს ადამიანის უფლებების დარღვევად და თავისუფლების ხელყოფად. „პროტესტით ახალი კანონის წინააღმდეგ, რომელიც ითხოვს ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ, რომელიც უცხოურ დაფინანსებას იღებს დარეგისტრირებას – რაღაც მსგავსი უცხო აგენტების რეგისტრაციის აქტისა შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში არსებული მსგავსი კანონებისა, ილუსტრირებულია არა მხოლოდ დასავლეთის ორმაგი სტანდარტი, დასავლეთის თვალთმაქცობა, არამედ ისიც, რომ [დასავლეთი] ვერ აშორებს ხელებს სხვა ქვეყნებს.

ეს კანონი, რომელიც შეთავაზებულია და მგონი, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში პირველ ეტაპზე გავიდა, უბრალოდ მოითხოვს, რომ საქართველოში მოქმედმა ნებისმიერმა ორგანიზაციამ, რომელიც იღებს ფულს საზღვარგარეთის სუბიექტისგან, დაარეგისტრიროს და განსაზღვროს რა არის ამ შემოსავლის წყარო. ეს წარმოადგინეს [კანონის მოწინააღმდეგეებმა], როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა, თავისუფლების ხელყოფა – ეს უბრალოდ სრული სისულელეა.“ – აცხადებს ლარი ჯონსონი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,238 ნახვა