GD Banner
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი მშვიდობის ინდექსის რეიტინგზე: ქართველი ხალხის სწორი, ბრძნული მიდგომების შედეგია, რომ საქართველო არ გადაეშვა ომში და კოლაფსში

ქართველი ხალხის სწორი, ბრძნული მიდგომების შედეგია, რომ საქართველო არ გადაეშვა ომში და კოლაფსში, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 2024 წლის მშვიდობის ინდექსის მსოფლიო რეიტინგში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესებაზე საუბრისას.

„ეს არის ქართველი ხალხის სწორი არჩევანის დადასტურება, იმ არჩევანისა, რომელიც ქართველმა ხალხმა 2012 წლის შემდეგ უკვე რამდენჯერმე გააკეთა და რასაც ყოველდღიურად აკეთებს იმით, რომ რადიკალურ ჯგუფებს ჩვენს საზოგადოებაში სათანადო ადგილს მიუჩენს-ხოლმე. ქართველი ხალხის სწორი, ბრძნული მიდგომების შედეგია, რომ საქართველო არ გადაეშვა ომში და კოლაფსში, საითაც მოგვიწოდებდნენ რადიკალური ოპოზიცია, “ენჯეო”-სექტორის ზოგი წარმომადგენელი და სამწუხაროდ, ზოგიერთი უცხოელი აქტორიც. გვეუბნებოდნენ, რომ უნდა შემოგვეღო სანქციები, უნდა გაგვეთავისუფლებინა მიხეილ სააკაშვილი. ბევრ საკითხთან დაკავშირებით წინადადებებსა და რეკომენდაციებს გვაძლევდნენ არა ჩვენი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად, არამედ გვეუბნებოდნენ, რაც მათ ინტერესში იყო და ეწინააღმდეგებოდა ქართველი ხალხის ინტერესს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების სწორ პოლიტიკას”, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

2024 წლის მშვიდობის ინდექსის მსოფლიო რეიტინგში საქართველომ პოზიცია 6 ადგილით გაიუმჯობესა, 49 ადგილზე გავიდა და პოზიტიური მშვიდობის მაღალი დონის სტატუსი დაიმკვიდრა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,232 ნახვა