არასერიოზული ქალბატონის განცხადებებზე კომენტარის გაკეთებაც კი ეზარება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის „ტვიტის“ შესახებ საუბრისას განაცხადა.
ირაკლი ზარქუა სალომე ზურაბიშვილს ფსევდოპრეზიდენტად მოიხსენიებს.
„რამე სერიოზული კითხვა არ გაქვთ? ამ არასერიოზული ქალბატონის განცხადებებზე კომენტარიც მეზარება. პრეზიდენტი არ არღვევს კონსტიტუციას. ქალბატონმა სალომემ რამდენჯერმა დაარღვია კონსტიტუცია, შესაბამისად, ის არ არის ჩვენი პრეზიდენტი. ის არის – ფსევდოპრეზიდენტი. რა განცხადებას გააკეთებს ახლა მარტო დარჩენილი ქალბატონი, ჩემთვის უინტერესოა“, – აცხადებს ირაკლი ზარქუა.
Facebook Comments Box