GD Banner
პოსტები სოციალური ქსელიდან

ნინო ფოჩხუა-გუშინდელმა ინციდენტმა, რაც ელისაშვილმა იკადრა, დაგვანახა, რომ ეს არანაირი სპონტანური მოქმედება არ იყო, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი- ეს ხალხი ხართ თქვენ, მავნებლები, ფულზე გაყიდულები და ქვეყნის მტრები

ექსპერტი ნინო ფოჩხუა ლგბტ ორგანიზაციების Zoom-შეხვედრიდან გავრცელებულ ჩანაწერს ეხმიანება, სადაც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის დისკრედიტაცია დაიგეგმა. როგორც ექსპერტი წერს, რაც ელისაშვილმა იკადრა, დაგვანახა, რომ ეს არანაირი სპონტანური მოქმედება არ იყო, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი. „ტვ. მთავარში ჩარიცხულმა ფულმა, რომელიც ლგბტ არასამთავრობოსთვის იყო განკუთვლილი ადრესატამდე მიღწია და დაიწყო მოქმედება. ამათ ლგბტ ადამიანები ისე აწუხებთ, როგორც მე ზურა ჯაფარიძის ჯანმრთელობა.

აკი ნიკა გვარამიამაც განაცხადა მიზნობრიობის გარეშე ყოფილა ეს ფული. გუშინდელმა ინციდენტმა, რაც ელისაშვილმა იკადრა, დაგვანახა, რომ ეს არანაირი სპონტანური მოქმედება არ იყო, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი და ამის შემსრულებელი იყო ის კაცი, რომელიც იფიცებოდა კაპიკი ფული არ მაქვს აღებული არასდროსო. დავიჯერო ახლა ეს?

ეტყობა იმდენად უუნაროა, ფხიზელმა ვერ შეძლო დაკვეთის შესრულება და მთვრალს “გამბედაობა” მოემატა. აბა ფხიზელი მამუკას ამას ვერ გაუბედავდა. აი ეს ხალხი ხართ თქვენ, მავნებლები, ფულზე გაყიდულები და ქვეყნის მტრები, მაგრამ არა არს დაფარული, რომ არ გაცხადდეს!“-წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,288 ნახვა