მიცვალებული ისევ ადგა!!! ნაწამები, ნაშიმშილარი, ნასიკვდილარი, არაჟნის კონტეინერში ნამყოფი, გორის მიწის ფრჩხილებითა და კბილებით გადამთხრელი, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის უარმყოფელი, – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელმაც მოქალაქეებს აქციაზე წასვლისკენ მოუწოდა, ვინაიდან მისი თქმით, “საქართველოს ბედი წყდება და სახლში დარჩენა დანაშაულია.”
ნიკოლეიშვილის განცხადებით, ხან უკრაინელი და ხან ქართველი სააკაშვილი, სავარაუდოდ თავის თავზეც ამბობს, “ვივამედიდან” მიტინგზე გაუშვან.
“მიცვალებული ისევ ადგა!!! ნაწამები, ნაშიმშილარი, ნასიკვდილარი, არაჟნის კონტეინერში ნამყოფი, გორის მიწის ფრჩხილებითა და კბილებით გადამთხრელი, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის უარმყოფელი, კვლავ საქართველოში შემოძურწული, შემოპარული, ხან უკრაინელი და ქართველი პოლიტიკოსი, “ვივამედის” საპატიო პაციენტი, სააკაშვილი ახალ მოწოდებას ავრცელებს „სახლში დარჩენა დანაშაულიაო“. მგონი თავისთავზეც ამბობს აქ ნუ დამტოვებთ მიტინგზე გამიშვითო, აქ, საავადმყოფოში ანუ ფაქტობრივ სახლში ყოფნით ახალ დანაშაულს ნუ ჩამადენინებთო… ჰოო, ამას დანაშაულები მართლაც არ აკლია!” – წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.