უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა ვერ შეძლებს ომში გამარჯვებას ამერიკის შეერთებული შტატების დამატებითი დახმარების გარეშე.
კერძოდ, პრეზიდენტს ჰკითხეს, რამდენ ხანს შეძლებენ უკრაინის ჯარები გაუძლონ, გაუძლებენ თუ არა გაზაფხულის რუსეთის შეტევას, თუ შეერთებული შტატების დახმარება არ განახლდება.
„გულწრფელად გეუბნებით, ამ დახმარების გარეშე ჩვენ გამარჯვების შანსი არ გვაქვს. ოკუპანტზე ბევრად ძლიერი უნდა ვიყოთ. სწორედ ამაზე ვსაუბრობ“, – ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.
მას ასევე ჰკითხეს, დაეხმარება თუ არა აშშ-ის სავარაუდო დახმარება 60 მილიარდი ევროს ოდენობით უკრაინას თავდაცვის სტრატეგიის გაძლიერებაში და რუსეთის თავდაცვის გარღვევაში.
როგორც ზელენსკიმ თქვა, უკრაინისთვის ძალიან რთულია, რადგან ის ებრძვის დიდ რუსულ არმიას.
Facebook Comments Box