GD Banner
პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ ვიბრძვით საქართველოს სუვერენიტეტისთვის, გამჭვირვალობისთვის, ევროპული ღირებულებებისთვის და რადიკალური ოპოზიცია იბრძვის სუვერენიტეტის შესუსტებისთვის, გაუმჭვირვალობისთვის და დეგრადაციისთვის

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მორიგ ჯერზე დადასტურდა, რომ ჩვენ ვიბრძვით საქართველოს სუვერენიტეტისთვის, გამჭვირვალობისთვის, ევროპული ღირებულებებისთვის და რადიკალური ოპოზიცია იბრძვის სუვერენიტეტის შესუსტებისთვის, გაუმჭვირვალობისთვის და დეგრადაციისთვის, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ელისაშვილმა პრაქტიკულად ითავა რადიკალური ოპოზიციის ეს ბინძური საქმე.

„საღამოს კიდევ უფრო დადასტურდა, როდესაც იქ დესტრუქციულ გამოსვლებზე იყო საუბარი, ქუჩაში აქციებზე, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, მათ ვერ მიიღეს ის შედეგი, რაც უნდოდათ. ამ შემთხვევაში შეგვიძლია მოვიშველიოთ იგივე ელისაშვილის დესტრუქცია, რომელმაც პრაქტიკულად ითავა რადიკალური ოპოზიციის ეს ბინძური საქმე. შედეგი არის ის, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მორიგ ჯერზე დადასტურდა, რომ ჩვენ ვიბრძვით საქართველოს სუვერენიტეტისთვის, გამჭვირვალობისთვის, ევროპული ღირებულებებისთვის და რადიკალური ოპოზიცია იბრძვის სუვერენიტეტის შესუსტებისთვის, გაუმჭვირვალობისთვის და დეგრადაციისთვის“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დეტალები დეპუტატებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გააცნო. კითხვებზე პასუხის გაცემის პროცესში კანონპროექტის განხილვა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ალეკო ელისაშვილი მამუკა მდინარაძეს სიტყვით გამოსვლისას თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენ

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,231 ნახვა