საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ზედიზედ მეშვიდე მატჩში შეინახა კარი მშრალად და 97-ე წუთზე პენალტის მოგერიებით „ვალენსიას“ გამარჯვება მოუტანა.
„ღამურები“ ანდრე ალმეიდას გოლით სტუმრად „ოსასუნას“ უგებდნენ, როდესაც 97-ე წუთზე „ვალენსიას“ კარში 11-მეტრიანი დარტყმა დაინიშნა, თუმცა მამარდაშვილმა ანტე ბუდიმირს ანგარიშის გათანაბრების საშუალება არ მისცა.
აღსანიშნავია, რომ მამარდაშვილმა პირველად „ვალენსია“ მოედანზე კაპიტნის რანგში გაიყვანა.
Facebook Comments Box