GD Banner
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: როგორც კი შინაარსში შევედი და დავიწყე საუბარი კანონპროექტზე, იმწუთას გამაწყვეტინეს

როგორც კი შინაარსში შევედი და დავიწყე საუბარი კანონპროექტზე, იმწუთას გამაწყვეტინეს, ნუ ყვირით, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ოპოზიციის წარმომადგენლებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, კანონპროექტის განხილვას ხელი შეუშალოს, რათა საზოგადოებამ სიმართლე არ გაიგოს.

“ქალბატონო სალომე, თქვენი დესტრუქცია რაში მდგომარეობს იცით? როგორც კი გადავედი ერთადერთ ვალდებულებაზე, რაც კანონის ობიექტებს ევალებათ, იმწუთას შეეცადეთ, რომ შეგეშალათ ხელი. ამას აკეთებთ თქვენ, ამას აკეთებს ქალბატონი თინა [ბოკუჩავა]. მაგრამ ჩვენ, ქართულ საზოგადოებას მაინც უნდა ვუთხრათ ის, რაც წერია ამ კანონპროექტში. ერთადერთი ვალდებულება, რაც გააჩნიათ, რეესტრში დარეგისტრირება და წელიწადში ერთხელ დეკლარაციის შევსებაა. რატომ აკეთებენ [ოპოზიციის წარმომადგენლები] ამას იცით? ხალხმა რომ არ გაიგოს. პირდაპირი მტკიცებულება, როგორ უნდათ სხდომის ჩაშლა.” – განაცხადა მამუკა მდინარაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,232 ნახვა