GD Banner
პოლიტიკა

იაგო ხვიჩია – პარლამენტის ტრიბუნა არ არის ადგილი, სადაც დეპუტატები მუშტით უნდა უსწორდებოდნენ ერთმანეთს, დღეს მომხდარ ფაქტს ძალიან ნეგატიურად ვაფასებ

პარლამენტის ტრიბუნა არ არის ადგილი, სადაც დეპუტატები მუშტით უნდა უსწორდებოდნენ ერთმანეთს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას ნეგატიურად აფასებს.

„ამ ფაქტს ძალიან ნეგატიურად ვაფასებ და ამ ქმედებას კიდეც გავემიჯნე. პარლამენტის ტრიბუნა არ არის ადგილი, სადაც დეპუტატები მუშტით უნდა უსწორდებოდნენ ერთმანეთს, თორემ აქამდეც სახიფათო გახდებოდა იქ დგომა. რაც შეეხება, თუ რის გამოც დაიწყო ყველაფერი, ვხედავთ იმას, რაზეც დიდი ხანი ვაფრთხილებდით საზოგადოებას. ეს არის მტრობის კანონი, საზოგადოების დაპირისპირების, გაყოფისა და ჩხუბის კანონი. დღეს დავინახეთ, რა შედეგი მოჰყვა ამ კანონის განხილვას, თორემ ალეკო ელისაშვილიც და მამუკა მდინარაძეც აქ სხედან ოთხი წელია და საქმე აქამდე არ მისულა. არ მესმის, ვის იმედად ვემიჯნებით ამერიკის შეერთებულ შტატებს, გერმანიის კანცლერს, ევროკავშირს და ვის იმედად ვიწვევთ შიდა დაპირისპირებას, რომელიც გამოიხატებოდა დღეს როგორც პარლამენტის გარეთ გამპროტესტებელთა რაოდენობით, ასევე პარლამენტის შიგნით. ამას რატომ ვაკეთებთ და რისთვის გვჭირდება, ამისი მოტივი ჯერ არავის აუხსნია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,233 ნახვა