GD Banner
პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: სრულად უარგუმენტო ოპოზიციას აღარაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ უსუსური ალეკო ელისაშვილის ხელით იძალადოს და მერე ძალადობას ტაში უკრას – საბედნიეროდ, თქვენ არც საქართველოს სახე ხართ და არც ქართველი ხალხის!

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა, ალეკო ელისაშვილის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერზე, მამუკა მდინარაძეზე თავდასხმის ფაქტი სოციალურ ქსელში შეაფასა. ბოჭორიშვილის ოპოზიციას მიმართავს კითხვით, რამდენ პროცენტამდე უნდა დაეცეს მათი რეიტინგები, რომ მიხვდნენ, რასაც ისინი წარმოადგენენ, იმის ადგილი ქართულ საზოგადოებაში აღარ არის.

მისივე განცხადებით, უარგუმენტო ოპოზიციას აღარაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ უსუსური ალეკო ელისაშვილის ხელით იძალადოს და მერე ძალადობა მოიწონოს.

“ევროპული ფასეულობა ქართული ოპოზიციის გაგებით ყოფილა: ძალადობა! სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა! ადამიანების სტიგმატიზება ამ სიტყვის ყველაზე ცუდი გაგებით! სამშობლოს გაუქმება და ყველაფრის გადახაზვა, რისთვისაც იბრძოლა ქართველმა ხალხმა! რომელ ევროპაზე საუბრობთ? სად მიდიხართ? ვინ შეგიშვებთ ოჯახში? საბედნიეროდ, თქვენ არც საქართველოს სახე ხართ და არც ქართველი ხალხის! რამდენ პროცენტამდე უნდა დაეცეს თქვენი რეიტინგები, რომ მიხვდეთ მარტივ ჭეშმარიტებას: თქვენ რასაც წარმოადგენთ, იმის ადგილი ქართულ საზოგადოებაში აღარ არის! მეტი ლუსტრაცია რაღა უნდა იყოს?! სრულად უარგუმენტო ოპოზიციას აღარაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ უსუსური ალეკო ელისაშვილის ხელით იძალადოს და მერე ძალადობას ტაში უკრას.” – წერს მაკა ბოჭორიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,231 ნახვა