ალეკო ელისაშვილის დანაშაულზე რომ ვთქვა არაკაცობაა, რბილად ნათქვამი იქნება. ელისაშვილი არის პოლიტიკური მეძავი, რომელიც “ლელოში” თუ ხუთპროცენტიან ბარიერთან ახლოს მყოფი სხვა ნაცპარტიაში სიაში მოსახვედრად, თავისიანებსაც კი დაალომბარდებს. პოლიტიკურ კულუარებში არაფერი იმალება, ყველაფერია ცნობილი, – ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი გია აბაშიძე ალეკო ელისაშვილის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერზე, მამუკა მდინარაძეზე თავდასხმის ფაქტს.
ანალიტიკოსი “ქართული ოცნების” აღშფოთებულ გულშემატკივრებს სთხოვს, რომ ძალადობას ძალადობით არ უპასუხონ, რადგან ეს არაა დემოკრატიული ცხოვრების წესი და მმართველი გუნდის მხარდამჭერები რადიკალურად განსხვავდებიან „ნაცნაძირლებისგან“.
„ალეკო ელისაშვილის დანაშაულზე რომ ვთქვა არაკაცობაა, რბილად ნათქვამი იქნება. ელისაშვილი არის პოლიტიკური მეძავი, რომელიც “ლელოში” თუ ხუთპროცენტიან ბარიერთან ახლოს მყოფი სხვა ნაცპარტიაში სიაში მოსახვედრად, თავისიანებსაც კი დაალომბარდებს. პოლიტიკურ კულუარებში არაფერი იმალება, ყველაფერია ცნობილი. ძალიან ვთხოვ, “ქართული ოცნების” აღშფოთებულ გულშემატკივრებს ძალადობას არ უპასუხონ ძალადობით, რადგან ეს არაა დემოკრატიული ცხოვრების წესი და მმართველი გუნდის მხარდამჭერები რადიკალურად განვსხვავდებით ნაცნაძირლებისგან“, – წერს აბაშიძე.