GD Banner
პოლიტიკა

რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ელენე ხოშტარიასა და მისი ოჯახის ანგარიშზე კიდევ ერთი გადარიცხვა განხორციელდა – „ქრონიკა“

რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ელენე ხოშტარიასა და მისი ოჯახის ანგარიშზე კიდევ ერთი გადარიცხვა მოხდა. ინფორმაცია „ქრონიკამ“ გაავრცელა.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ამჯერად მოსკოვიდან ლონდონის ერთ-ერთი ბანკის მეშვეობით, რამდენიმე დღის წინ, ხოშტარიების ანგარიშზე 30 ათასი ფუნტი ჩაირიცხა.

„ქრონიკა“ ამ ინფორმაციის გადამოწმებას ოჯახის წევრებთან ცდილობდა, მაგრამ მათ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

რაც შეეხება თავად ელენე ხოშტარიას, ის არ უარყოფს, რომ მისი ოჯახი რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხებს იღებს, თუმცა ამ ინფორმაციის მედიაში გავრცელების გამო თავს რუსული პროპაგანდის მსხვერპლად მიიჩნევს.

„ამ ოპერებში დღემდე იდგმება სოლიკო (სიმონ) ვირსალაძის სპექტაკლები და მის მემკვიდრეებს მამაჩემს და მის დეიდაშვილს, მანანა ხიდაშელს, როგორც წესი და რიგია, ერიცხებათ საავტორო უფლებების თანხები. სოლიკო ვირსალაძე, რომელმაც საქართველოს სახელი მთელ მსოფლიოში გაიტანა, დღეს ამ რუსული მთავრობის თავდასხმის ობიექტი გახდა, ნაცვლად იმისა, რომ ვამაყობდეთ“,-წერს ხოშტარია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,238 ნახვა