GD Banner
პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ელენე ხოშტარიას ეტყობა მარტო რუბლი მოწონს, დანარჩენი რუსული არაფერი არ მოწონს – პირდაპირ ფინანსდება ოკუპანტი ქვეყნისგან და მისი მხრიდან დემაგოგია, რომ რაღაც არის რუსული, რაღაც არ არის რუსული, ღიმილისმომგვრელია

ელენე ხოშტარიას არაფერი რუსული რომ არ მოსწონს, ეტყობა მარტო რუბლთან აქვს განსაკუთრებული ურთიერთობა და რუბლი მოსწონს, მაგრამ დანარჩენი არაფერი რუსული არ მოსწონს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა, მედიაში გავრცელებულ იმ ინფორმაციაზე კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ელენე ხოშტარიას ოჯახის ანგარიშზე თანხის გადარიცხვა კიდევ ერთხელ განხორციელდა.

მათიკაშვილის თქმით, ხოშტარია ოკუპანტი ქვეყნისგან პირდაპირ ფინანსდება, ამიტომ, ღიმილისმომგვრელია მისი მხრიდან იმაზე საუბარი, რომ რაღაც რუსულია.

“ელენე ხოშტარიას არაფერი რუსული რომ არ მოსწონს, ეტყობა მარტო რუბლთან აქვს განსაკუთრებული ურთიერთობა და რუბლი მოსწონს, მაგრამ დანარჩენი არაფერი რუსული არ მოსწონს. ეს როგორი პოზიციაა, რა დამოკიდებულებაა საკუთარი ქვეყნის და რეალურად მართლა მრუდე პროპაგანდის მიმართ, რომელსაც ხოშტარია ზოგადად ეწევა ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობით. ელენე ხოშტარია პირდაპირ არის მიბმული რუსულ ფულზე, პირდაპირ ფინანსდება ოკუპანტი ქვეყნისგან და მისი მხრიდან რაიმე სახის დემაგოგია, იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ რაღაც არის რუსული, რაღაც არ არის რუსული, ღიმილისმომგვრელია, რადგანაც ფაქტია, რომ რუსული რუბლის მიმართ ძალიან დიდი სიყვარული გააჩნიათ ხოშტარიებს.” – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,232 ნახვა