ისრაელის თავდაცვითი ძალების ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ისრაელის საჰაერო სივრცის გარეთ 100-ზე მეტი ირანული დრონი უკვე ჩამოგდებულია. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დრონები შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა ჩამოაგდეს.
მანამდე ისრაელის თავდაცვით ძალებში დაადასტურეს, რომ ირანმა ისრაელის წინააღმდეგ დრონების გამოყენებით თავდასხმა დაიწყო.
გაეროში ირანის მისიამ განაცხადა, რომ ისრაელზე თავდასხმა შეიძლება დასრულებულად ჩაითვალოს.
Facebook Comments Box