ნიუ-იორკის საქალაქო საბჭომ კენჭი უყარა კანონპროექტს, რომელიც ქალაქის სახანძრო დეპარტამენტს (FDNY) ავალდებულებს, ყველა პარამედიკოსი უზრუნველყოს ჯავშანშილეტით. ასევე, სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს შეასწავლიან თავდაცვისა და კონფლიქტოლოგიის ძირითად საფუძვლებს.
CBS News-ის ინფორმაციით, ქალაქის მერი ერიკ ადამსი პოზიტიურად აფასებს ამ ინიციატივას.
პარამედიკოსების დაცვის შესახებ მოწოდებები, განსაკუთრებით ინტენსიური გახდა, როდესაც სასწრაფო დახმარების ექიმი ელისონ რუსო-ელინგი გამოძახების დროს პაციენტმა მოკლა.
Facebook Comments Box