GD Banner
პოლიტიკა

იაფფასიანმა ნაცსექტანტმა, ზაალ ანდრონიკაშვილმა, რომელიც გერმანული მხარის მიერ იყო მიწვეული ბრიფინგის სათარგმნად, დაამახინჯა კანცლერ შოლცის კომენტარი -გია აბაშიძე

ამ იაფფასიანმა ნაცსექტანტმა, ზაალ ანდრონიკაშვილმა, რომელიც მეცნიერ-მკვლევარად პოზიციონირებს და გერმანული მხარის მიერ იყო მიწვეული ბრიფინგის სათარგმნად, დაამახინჯა კანცლერ შოლცის კომენტარი, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ანდრონიკაშვილმა “გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი “აგენტების” შესახებ კანონად მოიხსენია და ამით გააყალბა ოლაფ შოლცის კომენტარი.

მისივე თქმით, თარჯიმანმა იგივე გაიმეორა “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

“ამ იაფფასიანმა ნაცსექტანტმა, ზაალ ანდრონიკაშვილმა, რომელიც მეცნიერ-მკვლევარად პოზიციონირებს და გერმანული მხარის მიერ იყო მიწვეული ბრიფინგის სათარგმნად, დაამახინჯა კანცლერ შოლცის კომენტარი. „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი “აგენტების“ შესახებ კანონად ახსენა და იგივე გაიმეორა თავის Facebook-სივრცეში. მის გვერდზე ვერ შევდივარ, რადგან წლების წინ დავბლოკე – ჩემს Facebook-ზე პარაზიტობდა ქუჩის უბირი აქტივისტის მსგავსად. რაც არ უნდა აკადემიური წოდებების მქონე იყოს პერსონაჟი და “ნაცობდეს”, არაფრით განსხვავდება გაუნათლებელი, მჩხავანა აქტივისტებისგან. ხოლო მე რომ ვერ ვბულინგდები “ნაცფაროსნებისგან”, მგონი, შეიგნეს ღალატის პარტიის ადეპტებმა.” – წერს გია აბაშიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,243 ნახვა