GD Banner
საგარეო პოლიტიკა

ირანმა, შესაძლოა, დაარტყას ისრაელს მომდევნო 48 საათში – WSJ

ირანი ემზადება ისრაელზე თავდასხმისთვის უახლოესი 24-48 საათის განმავლობაში. თუმცა, თეირანს ჯერ არ დაუმტკიცებია თავდასხმის საბოლოო გეგმა.

როგორც The Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, ისრაელი ემზადება ირანიდან პირდაპირი შეტევისთვის სამხრეთში ან ჩრდილოეთში. ირანელმა ინფორმირებული პირმა გამოცემას განუცხადა, რომ გეგმები ჯერ კიდევ განიხილება და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

ცნობისთვის ამერიკული დაზვერვა მიიჩნევს, რომ ირანის ან მისი მოკავშირეების მიერ ისრაელის აქტივებზე თავდასხმა, შესაძლოა, გარდაუვალი იყოს. ამერიკელი ოფიციალური პირი, რომელიც მუშაობს და  იცნობს ამ საკითხს, ამბობს, რომ აშშ-ის დაზვერვის ანგარიშები მიუთითებს ირანის საპასუხო დარტყმაზე რამდენიმე დღეში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,231 ნახვა