GD Banner
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – იმედი მაქვს, გერმანიის კანცლერის სამსახური გაერკვევა, როგორ მოხდა რადიკალური ოპოზიციური პარტიის სახის თარჯიმნად ჩართვა და მოსთხოვენ პასუხს კანცლერის სიტყვების გაყალბებისთვის

ბიუროკრატიის პასუხისმგებლობაა, რომ, მაგალითად, კანცლერს მიუტანონ სწორი ინფორმაცია კანონპროექტთან დაკავშირებით, რაც ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, სათანადოდ არ მოხდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, პრესკონფერენციის მსვლელობისას, თარჯიმანმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ოლაფ შოლცის სიტყვები გააყალბა.

„როცა ვსაუბრობდი თვითონ ოფიციალურ პოზიციაზე, მაშინ ვახსენე, რომ ბიუროკრატიის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბიუროკრატიის პასუხისმგებლობაა, რომ, მაგალითად, კანცლერს მიუტანონ სწორი ინფორმაცია კანონპროექტთან დაკავშირებით, რაც ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, სათანადოდ არ მოხდა.

მიუხედავად იმისა, რომ თარჯიმანი ღიად არის ერთ-ერთი რადიკალური ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი სახე, წარმომადგენელი, ის ამ პრესკონფერენციას თარგმნიდა და, როგორც იყენებენ ხოლმე „ნაციონალები“,  ისე გამოიყენა ბოროტად ეს პრივილეგია კანცლერის წინადადების გაყალბებისთვის. მან გააყალბა კონკრეტული წინადადება. იმ პირობებში, როდესაც საერთოდ არ უხსენებია კანცლერს სიტყვა „აგენტების კანონი“, მან ეს ტერმინოლოგია გამოიყენა. პირდაპირი გაყალბება იყო. მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ ამ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გააყალბა კანცლერის თარგმანი, მთავარი პრობლემაა ბიუროკრატიაში. იმედი მაქვს, კანცლერის სამსახური გაერკვევა, როგორ მოხდა რადიკალი ოპოზიციური ლიდერის ერთ-ერთი სახის ჩართვა თარჯიმნად ამ პროცესში და იმედი მაქვს, რომ ასევე მოსთხოვენ ამ კონკრეტულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს კანცლერის სიტყვების გაყალბებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,231 ნახვა