ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილის მიმართვას სოციალურ ქსელში ეხმიანება. ექსპერტი „გამჭვირვალობის კანონის“ მოწინააღმდეგეებზე აღნიშნავს, რომ იციან, მათ ე.წ. ხელოვნებას ბოლო 12 წლის მანძილზე არავინ არ შეხებია და ამ ხელისუფლების ხელში არც არავინ არ შეეხება!
„ბიბლიისეულ სიბრძნეს დიდი აკაკი ჩვენეულად განმარტავდა: “სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარიო”! არის ადამიანთა კატეგორია, რომელიც დაბადებიდან მონაა და დაბადებიდან მონის დამღით დაღდასმული, მონის საბლით იბადება! ეს ის დოები, ჭოლები, ფეტვები, ქათმები და ძალად ვითომ ხელოვანებია, რომელთათვისაც უცხოთ მონება ყველაზე და ყველაფერად აღმატებულია, რომელთათვისაც მთავარი შეცვლილი მონის უღელია და რა ფერის დამღა აქვს შუბლზე დაკრული – დასავლური თუ ჩრდილოური! იციან რა , რომ მათ უბადრუკ ე.წ. ხელოვნებას ბოლო 12 წლის მანძილზე არავინ არ შეხებია და ამ ხელისუფლების ხელში არც არავინ არ შეეხება, ამიტომაც ხტებიან, ცმუკავენ, გამეტებით ტეხენ წიოკს და გნიასს! და ვითომდაც იმიტირებულ “, სპარტაკობას” იჩემებენ! ეს სინამდვილეში უცხოურ გაუმჭვირვალე, ხალხისათვის დამალულ გრანტთა მონები! ისინი რომლებიც აქ ცხრა წლის მანძილზე მოქმედ კ ა ლ ი გ უ ლ ა-მიჰას სცენაზე, სტადიონზე, ტრიბუნებსა თუ კულისებში ტაშს უკრავდნენ, უმღეროდნენ, დითირამბებს უძღვნიდნენ, გუნდრუკს უკმევდნენ და ადამიანთა ტანჯვა-წამება, გოდების ფონზე! “ჰკა მაგათ, მაგ თავისუფლების და ღირსების მოსურნეებსო” უფრო მედგრად გაჰყვიროდნენ და მოძალადე- ფსიქიურ ავადმყოფ პრეზიდენტს აგულიანებდნენ!
მერე აქ ქურდულად შემოპარულ, თანამდებობის სანაცვლოდ სამშობლო მოქალაქეობა უარყოფილ თაღლით, აფერისტ, საქართველოს მიწების გამყიდველ ექსპრეზიდენტს წამებულად წარმოგვიდგენდნენ! ახლა კი გამჭირვალეობის შესახებ წარმოდგენილ კანონს უცხოელთა კარნახით რუსულად გვიცხადებენ! ამიტომაც ცამდე მართალი იყო და არის იგივე სულმნათი საქართველოს ბულბული ასეთებზე, რომ ამბობდა: “არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითაო”! ჭეშმარიტად!“-წერს ედიშერ გვენეტაძე.