GD Banner
პოლიტიკა

რამაზ იოსელიანი “გამჭვირვალობის კანონზე” – დადებითი პოზიცია მაქვს, სამხატვრო ხელმძღვანელი რომ ვიყავი, ვალდებული ვიყავი, ჩამებარებინა აბსოლუტურად ყველა ჩემი ხარჯი და ენჯეოებს რომ ჰკითხოთ, მოგცემენ ხარჯებს, საიდან აქვთ ფული ან რაში იხარჯება?

ჩემთვის კანონია და მაგათთვის კანონი არ არის? მსახიობი რამაზ იოსელიანი აცხადებს, რომ არასამთავრობო სექტორის ხარჯები გამჭვირვალე უნდა იყოს და საზოგადოებას სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, რაში იხარჯება გრანტები.

მისი თქმით, მიუღებელია, კანონი მხოლოდ არასამთავრობო სექტორს არ ავალდებულებდეს ხარჯების წარმოდგენას, შესაბამისად, მმართველი გუნდის მიერ ინიციირებულ “გამჭვირვალობის კანონპროექტს” ემხრობა.

“მე დადებითი პოზიცია მაქვს. ხომ უნდა კონტროლდებოდეს, ამდენ ხანს შეიძლება ასეთი განუკითხაობა? ამ ენჯეოებმა გაგვიმწარეს ცხოვრება, შეიძლება ასე? მე რომ ვიყავი სამხატვრო ხელმძღვანელი, მოდიოდნენ ყოველ კვირას და მეუბნებოდნენ, წარმოგვიდგინეთ საბუთები, სად რა დახარჯეთ. მე ვალდებული ვიყავი, 10 დღეში მათთვის ჩამებარებინა აბსოლუტურად ყველაფერი, ჩემი ხარჯები და მათ რომ ჰკითხოთ და მოითხოვოთ, მოგცემენ ხარჯებს, საიდან აქვთ ფული, ან ვინ აძლევს ან რაში იხარჯება? ჩემთვის კანონია და მაგათთვის კანონი არ არის?” – განაცხადა რამაზ იოსელიანმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,238 ნახვა