GD Banner
პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ქართული პოლიტიკური ცხოვრების ისტორიაში პირველად არის, როდესაც მმართველ პარტიას ამდენი ხნის განმავლობაში ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში აქვს ესოდენ მაღალი რეიტინგი

x

ქართული პოლიტიკური ცხოვრების ისტორიაში პირველად არის, როდესაც მმართველ პარტიას ამდენი ხნის განმავლობაში ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში აქვს ესოდენ მაღალი რეიტინგი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„ქართული პოლიტიკური ცხოვრების ისტორიაში პირველად არის, როდესაც მმართველ პარტიას ამდენი ხნის განმავლობაში ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში აქვს ესოდენ მაღალი რეიტინგი ანუ აბსოლუტური უპირატესობა გააჩნია. ნათელია, რომ ასეთი სუსტი და ასეთი დაქსაქსული ოპოზიცია ჯერ არასდროს არ ყოფილა და ესეც მათი პოლიტიკური ქცევის შედეგია. ფაქტობრივად, ყველა კვლევა – სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციის თუ სხვადასხვა დაკვეთით ჩატარებული, ერთ სურათს მკაფიოდ გამოხატავს, რომ მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას” აქვს გადამწყვეტი უპირატესობა”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.


ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ალოკაციის შემდეგ „ქართული ოცნება“ ხმათა 60.4%-ს მიიღებდა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,238 ნახვა