GD Banner
უცხოური მედია

იგორ სტრელკოვი ციხიდან მის გაშვებას და ომში გაგზავნას მოითხოვს

ცნობილი დონეცკელი სეპარატისტი იგოპრ სტრელკოვი-გირკინი, რომელიც ამჟამად რუსეთის ციხეში იმყოფება, მის გათავისუფლებას და ომში გაშვებას მოითხოვს. ახლა გირკინი განაჩენის გასაჩივრებას ცდილობს. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

სტრელკოვის სააპელაციო სარჩელს თან ერთვის დონბასის ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის თანხმობა, რომ სტრელკოვ-გირკინი ოცეულის მეთაურის თანამდებობაზე მიიღონ.

სტრელკოვი ექსტრემიზმის მუხლით არის გასამართლებული, ხოლო რუსეთის კანონმდებლობა ამ მუხლით გასამართლებულ პირებს სამხედრო კონტრაქტების გაფორმებას უკრძალავს. სტრელკოვის ადვოკატებს იმედი აქვთ, რომ თუ სასამართლო განაჩენს გააუქმებს, ჯარში გირკინის წასვლა შესაძლებელი გახდება.

სტრელკოვის აპელაციას სასამართლო 15 მაისს უნდა გაიმართოს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,723 ნახვა