GD Banner
საგარეო პოლიტიკა

Bloomberg: აშშ მიიჩნევს, რომ ირანის თავდასხმა ისრაელზე, შესაძლოა, უახლოეს დღეებში მოხდეს

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს მიაჩნიათ, რომ ირანის ან მისი მარიონეტების მიერ ისრაელის სამხედრო და სამთავრობო ობიექტებზე ძირითადი სარაკეტო ან უპილოტო საჰაერო დარტყმები გარდაუვალია. ამის შესახებ BLOOMBERG-ს აშშ-ისა და ისრაელის დაზვერვის წარმომადგენლებმა ანონიმურად განუცხადეს. 

მათი თქმით, პოტენციური თავდასხმა, შესაძლოა მაღალი სიზუსტის რაკეტების გამოყენებით, უახლოეს დღეებში მოხდეს.

„ისრაელის დასავლელი მოკავშირეები გააფრთხილეს, რომ ებრაული სახელმწიფოს სამთავრობო და სამხედრო ობიექტები შეიძლება იყოს ირანის სამიზნე, მაგრამ სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმა არ მოხდება. ისრაელმა მოკავშირეებს განუცხადა, რომ ელოდება ამ თავდასხმას, სანამ ახალ სახმელეთო შეტევას დაიწყებს „ჰამასის“ ტერორისტული ჯგუფის პოზიციებზე რაფაში, თუმცა გაურკვეველია, რამდენად მალე შეიძლება დაიწყოს ეს ოპერაცია“, – წერს მედიასაშუალება. 

ისრაელის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუკი ირანი იერიშს მიიტანს ისრაელზე, ისრაელი მას შესაბამის პასუხს გასცემს. 

ირანის უზენაესმა ლიდერმა ალი ხამენეიმ თქვა, რომ ისრაელს სირიაში ირანის საკონსულოზე თავდასხმის გამო პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს. 

ალი ხამენეის თქმით, მომხდარი თავდასხმა ირანის ტერიტორიაზე თავდასხმის ტოლფასია. 

შეგახსენებთ, 1-ელ აპრილს დამასკოში ირანის საკონსულოს შენობაზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის შვიდი ჯარისკაცი დაიღუპა, მათ შორის ორი გენერალი.

თეირანი ისრაელს ადანაშაულებს. შეერთებულმა შტატებმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ავიარიერიშში ისრაელი ჩართული არ ყოფილა. 

ირანის შესაძლო საპასუხო ქმედებები იყო აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ბოლო საუბრის ერთ-ერთი თემა.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,232 ნახვა