პირადად მე მაინტერესებს, ვინ და რა თანხებით აფინანსებდა იმ ხალხს, რომლებიც გვაიძულებდნენ ტყუილ დიაგნოზებზე ხელის მოწერას და მეძახდნენ მენგელეს, პილატეს და კიდევ არ ვიცი რას, – ამის შესახებ Facebook-ზე „ვივამედის“ გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე წერს.
„პირადად მე მაინტერესებს, ვინ აფინანსებდა იმ ხალხს და რა თანხებით ( ენჯეოებს, რაღაც კომისიებს, ჟურნალისტებს) რომლებიც გვაიძულებდნენ ტყუილ დიაგნოზებზე ხელის მოწერას და მეძახდნენ მენგელეს, პილატეს და კიდევ არ ვიცი რას, გვიტარებდნენ სატელევიზიო სასამართლოებს და გვამყოფებდნენ უმძიმეს ფსიქოლოგიურ ტერორში“, – წერს ნინო ნადირაძე.
Facebook Comments Box