GD Banner
პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: შარშან იმდენად სწრაფად მოხდა გამჭვირვალობის კანონპროექტის დაბრენდვა ე.წ. რუსულ კანონად, რომ რთული იყო, მოკლე პერიოდში მოსახლეობისთვის დეტალები აგვეხსნა

x

შარშან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ იმდენად სწრაფად იწარმოა კამპანია და სწრაფად მოხდა მისი დაბრენდვა ე.წ. რუსულ კანონად, რომ რთული იყო, მოკლე პერიოდში მოსახლეობისთვის გვესაუბრა შინაარსზე, აგვეხსნა დეტალები, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან რთული იყო, მოკლე პერიოდში მოსახლეობისთვის დეტალებისა და შინაარსის ახსნა.

„საზოგადოებაში ბევრად უფრო სხვაგვარი დამოკიდებულებაა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. შარშან როდესაც მოხდა კანონპროექტის ინიცირება, უნდა ვაღიაროთ, რომ საზოგადოება არ იყო იმდენად მომზადებული, ობიექტურად მიეღო ის ინფორმაცია, რა ინფორმაციაც კანონპროექტში იყო. იმდენად სწრაფად იწარმოა კამპანია კანონპროექტის წინააღმდეგ, იმდენად სწრაფად მოხდა მისი დაბრენდვა ე.წ. რუსულ კანონად, რომ ძალიან რთული იყო, მოკლე პერიოდში მოსახლეობისთვის მიგვეწვდინა ხმა და აგვეხსნა დეტალები, გვესაუბრა შინაარსზე. ჩვენ ამის შესაძლებლობა არც მოგვცემია.

სამწუხაროა, რომ პარლამენტში, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს რაღაც საკითხი განსახილველად, თუკი ვინმეს აინტერესებს, ხომ შეიძლება, განიხილონ და კითხვები დაისვას, იყოს ჯანსაღი მსჯელობა საკითხთან დაკავშირებით. არავინ ამბობს, რომ ყველა უნდა ვიყოთ ერთ აზრზე, ყველას ყველაფერი უნდა მოგვწონდეს, ყველა ერთნაირად უნდა ვფიქრობდეთ, მაგრამ ყველას უნდა შეგვეძლოს საკუთარი აზრის გამოხატვა“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,231 ნახვა