GD Banner
პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: მთელი წელია, გვესმის, რომ დონორების შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალეა, თითქოს ორგანიზაციები გაყვედრიან კიდეც, ეს ხომ ისედაც იცითო და ხშირად იშველიებენ გრანტებს, მაგრამ ეს ასე არ არის

x

თითქოს გაყვედრიან კიდეც ორგანიზაციები, ეს ხომ ისედაც იცითო და ხშირად იშველიებენ გრანტებს, მაგრამ ეს ასე არ არის. ერთიანად არ არის ეს ინფორმაცია არსად. ძალიან ხშირად არც დონორების ვებგვერდებზეა ინფორმაცია, რომლებიც აფინანსებენ გარკვეულ პროექტებს და არც იმ ორგანიზაციების ვებგვერდებზეა, სადაც შეიძლება, საზოგადოებამ იპოვოს ინფორმაცია ამის შესახებ. ეს ძალიან ხშირად, არ იძებნება და ამაშია პრობლემა. მაშინ, რა გავაკეთოთ, რა არის გზა, რომ ვიცოდეთ, რა თანხები იხარჯება საქართველოში, რას ხმარდება, რამდენად ხმარდება ჩვენს საზოგადოებას და განსაჯოს ეს საზოგადოებამ, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა პირველი არხის ეთერში განაცხადა.

„კანონპროექტის მიზანი არის ის, რომ უფრო მეტად გავზარდოთ ჩვენი საზოგადოების ცნობიერება და ცოდნა, ვინ სად დგას, რის უკან და შემდგომ, როცა ვიღაც რაღაცის გაპროტესტებას დაიწყებს, ვიცოდეთ, რა ინტერესი დგას, თუნდაც „კანვასის“ პროტესტის უკან, რატომ აპროტესტებს „კანვასი“ ან რისთვის ემზადება. ვიცოდეთ, რა არის ამაში ცუდი?“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ როდესაც ცალკეული პარტნიორების მხრიდან უპირობოდ ხდება რუსეთთან პარალელების გავლება, ამ ყველაფერს არგუმენტები სჭირდება.

„ქვეყნის მიმართ როდესაც ასეთი ბრალდებები ისმის, ამას საფუძველი, არგუმენტები სჭირდება. შარშან შეიძლება, ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევა იყო რაღაცნაირად, როდესაც ქვეყნის პარლამენტის წევრს ეუბნები, შენ ეს არ უნდა განიხილო. აბა, რისთვის ვარ მე პარლამენტში? იმისთვის ვარ, რომ ნებისმიერ საკითხზე ვიმსჯელო. მივიღებთ-არ მივიღებთ, გამოვა-არ გამოვა, ეს არის ადგილი, სადაც პოლიტიკური დებატი უნდა გაიმართოს. ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ შეხედოს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებებზე მიმდინარეობს მსჯელობა. წინასწარ ვერაფერს ვერ ვიტყვი, როგორ შეიცვლება პოზიციონირება პარტნიორების მხრიდან, მაგრამ მე მაინც მგონია, პირველ რიგში, განსხვავება უნდა ნახონ, თუკი ეჭვი აქვთ, რომ სხვაგვარია ეს კანონპროექტი. როგორც მოხდა ბრენდირება, პარალელები არსებობს რუსულ კანონმდებლობასთან და კარგად ნახონ, რომ აქ საერთოდ არაფერია საერთო რუსულ კანონმდებლობასთან“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,231 ნახვა