GD Banner
პოლიტიკა

გია აბაშიძე ლაშა ბუღაძეზე: ამგვარი ფარისევლები როცა მწარდებიან, ესე იგი მმართველი გუნდი ძალიან სწორად მოქმედებს, კოლექტიური ბუღაძეების ე.წ. პატრიოტიზმი არსად გაიშვას

ნაცსექტის ერთ-ერთი სამარცხვინო პროპაგანდისტი, “უბორნიის მწერალი” ლაშა ბუღაძე აგრძელებს “სახელოვანი” მამის ტრადიციას ტოქსიკურობაში, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

აბაშიძე ეხმიანება ლაშა ბუღაძის მიერ “ფეისბუქზე” გამოქვეყნებულ განცხადებას, რომლითაც მან მამუკა მდინარაძე გააკრიტიკა.

ანალიტიკოსის თქმით, როდესაც ლაშა ბუღაძის მსგავსი ადამიანები მწარდებიან, ეს ნიშნავს, რომ მმართველი გუნდი სწორად მოქმედებს, ვინაიდან ბუღაძე ანგარების გამო ყველაფერს იკადრებს.

“ნაცსექტის ერთ-ერთი სამარცხვინო პროპაგანდისტი, “უბორნიის მწერალი” ლაშა ბუღაძე აგრძელებს “სახელოვანი” მამის ტრადიციას ტოქსიკურობაში. ამგვარი ფარისევლები როცა მწარდებიან, ესე იგი მმართველი გუნდი ძალიან სწორად მოქმედებს. კოლექტიური ბუღაძეების ე.წ. პატრიოტიზმი არსად გაიშვას. ამგვარი სუბიექტებისთვის უმთავრესია ანგარებისა და ვერცხლისმოყვარეობის გამო ყველაფრის კადრება. მსგავს სასოწარკვეთილთა კონვულსიები გაგრძელდება. ბოლომდე უნდა წარმოაჩინონ თავიანთი უბინძურესი ბუნება.” – წერს გია აბაშიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,231 ნახვა