GD Banner
პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ჩვენ გვყავს ოპოზიცია, რომელსაც არც აქციების ორგანიზების თავი აქვს და არც დისკუსიაში შემოსვლის

ჩვენ გვყავს ოპოზიცია, რომელსაც არც აქციების ორგანიზების თავი აქვს, არც დისკუსიაში შემოსვლის. მათ დაიმსახურეს ის, რომ ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერა არ ჰქონდეთ, ვინაიდან ფსონს მხოლოდ და მხოლოდ დეზინფორმაციასა და სიცრუეზე დებენ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ინტერესები მხოლოდ  არეულობას, რადიკალიზაციასა და რევოლუციურ გეგმებს მოიცავს. 

„ჩვენ გვყავს ოპოზიცია, რომელსაც არც აქციების ორგანიზების თავი აქვს, არც დისკუსიაში შემოსვლის. საერთოდ, ოპონირების უნარიც არ გააჩნიათ. მათ აქვთ მხოლოდ სურვილები და ეს სურვილები არ არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებთან, პირიქით, საწინააღმდეგოც კია, ვინაიდან ეს ინტერესები მოიცავს მხოლოდ არეულობას, რადიკალიზაციასა და რევოლუციურ გეგმებს, მაგრამ ყველა მიმართულებით ხელმოცარულები არიან. 

მათ დაიმსახურეს ის, რომ ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერა არ ჰქონდეთ, ვინაიდან ფსონს მხოლოდ და მხოლოდ დეზინფორმაციასა და სიცრუეზე დებენ  და, ცხადია, მსგავსი საქმიანობა ყოველთვის განწირული იქნება ძალიან მძიმე მარცხისთვის“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, მთავრობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. დოკუმენტი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს ყოველწლიურად ფინანსური დეკლარაციებისა და დონორებისგან მიღებული თანხების მიზნობრიობის წარდგენას ავალდებულებს. ეს ეხებათ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,233 ნახვა