GD Banner
საგარეო პოლიტიკა

ზელენსკის განცხადებით, ომის დასასრულებლად ტრამპის პრიმიტიული იდეები არ სჭირდება

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ დაწყებული ომის დასასრულებლად მას არ სჭირდება თეთრი სახლის ექსლიდერის დონალდ ტრამპის პრიმიტიული იდეები. ამის შესახებ მან Politico-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ის მზადაა მოისმინოს ტრამპის წინადადებები ომის დასრულების შესახებ, მაგრამ თუ საუბარი შეეხება იმას, რომ უკრაინამ უნდა დათმოს თავისი ტერიტორიები, მაშინ ის ძალიან პრიმიტიული იქნება. 

„მჭირდება ძალიან ძლიერი არგუმენტები. ფანტასტიკის სფეროდან იდეა არ მჭირდება. მჭირდება რეალური იდეა, რადგან ადამიანების სიცოცხლე საფრთხეშია. ჩვენ ვთქვით, რომ გვსურს დონალდ ტრამპი ჩავიდეს უკრაინაში, ყველაფერი საკუთარი თვალით ნახოს და საკუთარი დასკვნები გააკეთოს. ნებისმიერ შემთხვევაში, მე მზად ვარ შევხვდე მას“, – აცხადებს ზელენსკი. 

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ ტრამპმა გამოთქვა ინტერესი მოწვევის მიღების შესახებ, მაგრამ თარიღი არ დაუკონკრეტებია. 

„ამავდროულად, ტრამპზე უკრაინის პრეზიდენტმა, როგორც ლიდერის მიმართ პატივისცემით ისაუბრა, რომელთანაც ის ცდილობს კონსტრუქციული პარტნიორობის დამყარებას“, – აღნიშნავს POLITICO.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმებას 24 საათის განმავლობაში მიაღწევს. 

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,243 ნახვა